Accessibility links

logo-print
28 მაისს რადიო თავისუფლების სტუმარი იყო მაკა ფერაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. ის აქტიურად არის ჩართული შსს-ს იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული. გუშინ შსს-სთან ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა აქცია. მათ ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს და შსს-ს მოუწოდეს ოჯახური ძალადობის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ თითოეულ მსგავს ფაქტზე. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მსვლელობისას მონაწილეებს შსს-დან არავინ გამოხმაურებია, გვიან ღამით, ფემინისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ შსს-დან დაუკავშირდნენ და ისინი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. რას აკეთებს შსს იმისათვის, რომ შემცირდეს ოჯახში ძალადობის ფაქტები და უკვე ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში მათ ადეკვატური რეაგირება ჰქონდეთ?

XS
SM
MD
LG