Accessibility links

logo-print

სააკაშვილის თქმით, ის არ აპირებს უკრაინაში ოფიციალური თანამდებობის დაკავებას


“არ ვაპირებ ოფიციალური თანამდებობის დაკავებას, თუმცა ათეულობით გამოცდილი ქართველი რეფორმატორი უკვე მუშაობს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე წერს. ის აღნიშნავს, რომ უკრაინის მთავრობასთან მუშაობა მიმდინარეობს ერთიანი საჯარო და ელექტრონული რეესტრის და იუსტიციის სახლების შექმნაზე. „უკრაინის რეფორმების წარმატება დღეს რეგიონში თავისუფლების დიდ გამარჯვებას ნიშნავს, ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საქართველოსთვის", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
XS
SM
MD
LG