Accessibility links

იტყობინებიან, რომ დონეცკში კვლავ სიმშვიდემ დაისადგურა


როგორც იტყობინებიან, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკში კვლავ სიმშვიდემ დაისადგურა მას მერე, რაც სამთავრობო ძალებთან შეტაკებებში ათობით პრორუსულად განწყობილი სეპარატისტი იქნა მოკლული. დღეს ინტენსიური სროლა იყო უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობის გარშემო, რომელიც სეპარატისტებმა დაიკავეს. ქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდნენ.
XS
SM
MD
LG