Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში გამოვიდა ვრცელი სიტყვით


ავღანეთიდან კოალიციის ძალების გამოყვანის შემდგომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკას თაობაზე ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში წარმოთქმულ, ვრცელ სიტყვაში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გამოაცხადა, რომ აფუძნებს 5 მილიარდი დოლარის მოცულობის „ტორორიზმთან ბრძოლის საპარტნიორო ფონდს“, რათა დაეხმაროს სხვა ქვეყნებს რადიკალ ექსტრემისტებთან გამკლავებაში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკამ გაიყვანა ჯარები ერაყიდან. იგი ამცირებს საომარ მოქმედებებს ავღანეთში. ალ-ყაიდა სერიოზულად არის დასუსტებული. ამასთან, ობამამ დასძინა, რომ აშშ ძალას გამოიყენებს ცალმხრივი წესით, თუკი ეს საჭირო იქნება, როცა ჩვენი სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესები ითხოვს ამასო. თავის გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტი შეეხო უკრაინის კრიზისს. „ჩვენმა უნარმა, ჩამოგვეყალიბებინა მსოფლიოს აზრი, შესაძლებელი გახადა რუსეთის უცებ იზოლაცია. ამერიკის ლიდერობის წყალობით მსოფლომ დაუყოვნებლივ დაგმო რუსეთის მოქმედებები უკრაინაში“, განაცხადა ბარაკ ობამამ.
XS
SM
MD
LG