Accessibility links

logo-print

აფხაზეთის ოპოზიციას შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე


სააგენტო „აფსნი-პრესის“ ცნობით, ხუთშაბათს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი შეხვდა აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერებს: „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმის“ თავმჯდომარეს - რაულ ჰაჯიმბას, „აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის“ ლიდერ ბესლან ბუთბას, ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის - „არუაას“ თავმჯდომარეს ვიტალი გაბნიას და ყოფილ პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადისლავ სურკოვმა უარი განაცხადა კომენტარზე - ჯერ სათქმელი არაფერიაო. თავის მხრის, რაულ ჰაჯიმბამ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე მზად არის იმუშაოს ყველასთან, ვინც კი კონფლიქტის მოგვარებით არის დაინტერესებული. ჰაჯიმბამ განაცხადა: „სურკოვი ორივე მხარეს ელაპარაკება - ჩვენ და პრეზიდენტს, რომელმაც სამუშაო ადგილი დატოვა და გუდაუთაში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფება“. რაც შეეხება ოპოზიციის შემდგომ ნაბიჯებს, ჰაჯიმბამ აღნიშნა: „ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც ხალხი მოითხოვს - პრეზიდენტის გადადგომას და ყველა საკითხის მშვიდობიანი გზით, კონსტიტუციური ნორმების შესაბამისად მოგვარების შესაძლებლობას“. ჰაჯიმბას განცხადებით, კომპრომისი არ იქნება და გადადგომის მოთხოვნა არ შეიცვლება.
XS
SM
MD
LG