Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასტანაში ხელი მოეწერება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის შესახებ შეთანხმებას


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავიდა ასტანაში, სადაც ყაზახეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტებთან ერთად ხელს მოაწერს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის შესახებ შეთანხმებას. პუტინი ასტანაში 29 მაისს დილაადრიან ჩავიდა, სულ რამდენიმე საათით ადრე ნურსულთან ნაზარბაევთან და ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრამდე. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად დაადგენს ტერიტორიას, რომელზეც 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ერთიანი საბაჟო ტარიფი. მოგვიანებით რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს და ხელს მოაწერენ მემორანდუმს ყაზახეთში პირველი ატომური ელექტრო-სადგურის მშენებლობის შესახებ. ახალი სადგური აშენდება რუსული ტექნოლოგიით, ქალაქ კურჩატოვში, სადაც საბჭოთა კავშირის დროს მდებარეობდა სემიპალატინსკის ბირთვული გამოცდების კომპლექსის შტაბბინა. ატომური ელექტრო-სადგურის მშენებლობის გრაფიკი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
XS
SM
MD
LG