Accessibility links

logo-print

დონეცკში აღდგა კავშირი ეუთოს მეთვალყურეთა ერთ ჯგუფთან


ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) გაავრცელა ინფორმაცია დონეცკში ეუთოს მეთვალყურეებთან ოთხშაბათს დაკარგული კავშირის აღდგენის შესახებ. მეთვალყურეთა 11 კაციანი ჯგუფი დნეპროპეტროვსკისკენ მიემართებოდა, როცა მათთან კავშირი გაწყდა. რამდენიმე საათში, ჯგუფის დონეცკში დაბრუნების შემდეგ, კავშირი აღდგა. ეუთოს მეთვალყურეთა მეორე - ოთხკაციანი ჯგუფის ბედი კვლავ უცნობი რჩება. მათთან კავშირი შეწყდა ორშაბათს საღამოდან, როცა ისინი დონეცკის აღმოსავლეთით მდებარე რაიონებისკენ გაემგზავრნენ.
XS
SM
MD
LG