Accessibility links

logo-print

29 მაისს იწურება უკრაინის მიერ რუსეთისთვის გაზის დავალიანების გადახდის ვადა


29 მაისს, შუაღამისას იწურება ვადა, როცა უკრაინამ რუსეთს უნდა გადაუხადოს 2 მილიარდი დოლარი ბუნებრივ აირზე დავალიანების გამო. ამგვარი შეთანხმება ევროკავშირის შუამავლობით იყო მიღწეული. თუკი უკრაინა დადგენილ ვადაში ვერ გადაუხდის „გაზპრომს“ შეთანხმებულ თანხას, მომავალ კვირაში მას შეუწყდება ბუნებრივი აირის მიწოდება და ეს გავლენას მოახდენს ევროპის ნაწილზეც. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 28 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინისთვის უფასოდ მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა აღემატება პოლონეთისთვის წლიურად მიწოდებული გაზის მოცულობას. „ასე უსასრულოდ ვეღარ გაგრძელდება“, - განაცხადა პუტინმა.
XS
SM
MD
LG