Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედამიწის მოსახლეობის თითქმის 30% უჩივის სიმსუქნეს


დედამიწის მოსახლეობის თითქმის 30% სიმსუქნეს უჩივის. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ უმსხვილესი სამეცნიერო გამოკვლევის ავტორები. მასალა ავტორიტეტიან ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა. გამოკვლევა მელინდა და ბილ გეიტსებმა დააფინანსეს. მეცნიერთა შეფასებით, მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტ ადამიანს ან ჭარბი წონა აქვს, ან სიმსუქნეს უჩივის. ჯერ კიდევ 1980 წელს განსაკუთრებით მსუქნების კატეგორიას მსოფლიოში მხოლოდ 870 მილიონი ადამიანი მიეკუთვნებოდა. გამოკვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ამერიკელმა მეცნიერმა კრისტოფერ მიურეიმ აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ შეინიშნება სიმსუქნის შემთხვევების კლების ტენდენცია. მსოფლიოს მსუქანი ადამიანების ნახევარზე მეტი ათ ქვეყანაშია თავმოყრილი - აშშ-ში, ჩინეთში, რუსეთში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ეგვპიტეში, გერმანიაში, პაკისტანსა და ინდონეზიაში. მოსახლეობის მთლიან რაოდენობასთან პროცენტული შეფარდებით ყველაზე ბევრი განსაკუთრებით მსუქანი ადამიანი კუნძულ ტონგაზე ცხოვრობს. ამ კუნძულ-სახელმწიფოში მოსახლეობის ნახევარზე მეტი უჩივის სიმსუქნეს.
XS
SM
MD
LG