Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა, ყახაზეთმა და ბელორუსიამ ხელი მოაწერეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შეთანხმებას


ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში რუსეთის, ყახაზეთისა და ბელორუსიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შეთანხმებას, რომელიც ერთიანი საბაჟო, სავაჭრო, და სატრანსპორტო სივრცის შექმნას ისახავს მიზნად. „სახელმწიფოთა სამეული შეთანხმებულ პოლიტიკას გაატარებს ეკონომიკის ძირითად სფეროებში, ენერგეტიკაში, წარმოებაში სოფლის მეურნეობასა და ტრანსპორტში. ეს ძალიან რთული სამუშაოა და აქამდეც ძნელი იყო ყველა ამ საკითხებზე მოლაპარაკება, რასა თან ახლდა, არ მინდა ვიხმარო სკანდალი, მაგრამ მწვავე კამათი და მწვავე განხილვა. მაგრამ ეს ხდებოდა და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე იქნება, ურთიერთგაგებისა და ყველასათვის მისაღები კომპრომისის საფუძველზე.“ შეთანხმება 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ახალი ეკონომიკური გაერთიანების ლიდერია რუსეთია. მოელიან, რომ კავშირს უახლოეს მომავალში სომხეთიც შეუერთდება.
XS
SM
MD
LG