Accessibility links

logo-print

აღმოსავლეთ უკრაინაში განახლდა ბრძოლები


უკრაინის ეროვნული გვარდიის ინფორმაციით, მათ რიგებში ახალი დანაკარგია, მას შემდეგ, რაც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული სამხედრო დაჯგუფება თავს დაესხა ლუგანსკში განლაგებულ უკრაინის სამხედრო ნაწილს. ერთი უკრაინელი ჯარისკაცი სროლით მიღებული მძიმე ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. უკრაინის ეროვნული გვარდია იუწყება, რომ გაანადგურეს რამდენიმე ექსტრემისტი. შეტაკებები ლუგანსკში განახლდა მას შემდეგ, რაც უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მომავალ კვირაში მოლაპარაკების პირობა დადო. პარალელურად, უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების ირგვლივ, გრძელდება რუსეთისა და უკრაინის დიპლომატიური დაპირისპირება საერთაშორისო ასპარეზზე. რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა 28 მაისს განაცხადა, რომ უშიშროების საბჭომ უკრაინას უნდა მოუწოდოს შეწყვიტოს „შეიარაღებული ქაოსი“. უკრაინის ელჩი იური სერგეევი კი გაეროს სთხოვს, რათა რუსეთს მოსთხოვოს, მისი სამხედროებისა და პარამილიტარისტული დაჯგუფებების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან.
XS
SM
MD
LG