Accessibility links

გრძელდება ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი გერმანიაში


გერმანიაში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. დღეს ის უკრაინელ და მოლდაველ კოლეგებთან - არსენი იაცენიუკსა და იურიე ლეანკასთან ერთად დაესწრება კარლოს დიდის სახელობის პრემიით ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რუმპეს დაჯილდოების ცერემონიას. მას პრემია ევროპის კონსოლიდაციისა და ევროკავშირის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა. გასულ საღამოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის პრემიერ-მინისტრებს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უმასპინძლა სამუშაო ვახშამზე, რომლის შემდეგ მათი ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.
XS
SM
MD
LG