Accessibility links

აზერბაიჯანი დაინტერესებულია ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკით


აზერბაიჯანული მხარე შესაძლოა, ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკის შეძენით დაინტერესდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაკირ ჰასანოვმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. აზერბაიჯანელი მინისტრის ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილია "დელტას" მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკის აზერბაიჯანული დელეგაციისთვის გაცნობა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მასპინძლობს.
XS
SM
MD
LG