Accessibility links

logo-print

სეპარატისტებმა სლავიანსკთან უკრაინის არმიის შვეულმფრენი ჩამოაგდეს


უკრაინული მედიის ცნობით, პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა უკრაინის არმიის შვეულმფრენი ჩამოაგდეს ქალაქ სლავიანსკთან მიმდინარე ბრძოლებში. თვითმხილველებმა დაინახეს, თუ როგორ ჩამოვარდა საფრენი აპარატი ქალაქის მახლობლად. იუწყებიან, რომ დონეცკის ოლქში, ქალაქ სკავიანსკთან დილიდან მიმდინარეობს ინტენსიური სროლები. წუხელ კი სეპარატისტებმა ხელთ იგდეს ქალაქ ლუგანსკში მდებარე სამხედრო ნაწილი. თავდასხმის შედეგად დროს ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG