Accessibility links

ირაკლი ალასანია გამოეხმაურა აფხაზეთში შექმნილ ვითარებას


ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკურ ანექსიასაც განაგრძობს - განაცხადა აფხაზეთში შექმნილი ვითარების კომენტირებისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, ხელისუფლებას ძალიან აღელვებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ოკუპირებულ ტერიტორიაზე და როგორ აისახება ეს აფხაზეთში დარჩენილ ქართულენოვან მოსახლეობაზე. „ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით ვაპირებთ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მან აღნიშნა, რომ საკითხი ჟენევის ფორმატით განიხილება. თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, იქ ვითარებას აკონტროლებენ საოკუპაციო ძალები და შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა ოკუპანტ ქვეყანას ეკისრება.
XS
SM
MD
LG