Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და 15 დაიჭრა ავღანეთში


ნატოს სარდლობით მოქმედმა კოალიციამ ერთი ჯარისკაცი დაკარგა, 15 კი დაიჭრა ქვეყნის სამხრეთში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ოფიციალური ცნობით, ავიაკატასტროფა შვეულმფრენის სატელეფონო ანტენასთან შეჯახებამ გამოიწვია. ქვეყნის ჩრდილოეთში ჯოვზიანის პროვინციაში გზაზე დადებული ნაღმზე აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც ადგილობრივი უშიშროების ძალების ხელმძღვანელი და მისი მცველი დაიღუპნენ. გზაზე დამონტაჟებული ნაღმი აფეთქდა დღეს ყანდაარაშიც, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG