Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაბანში მომხდარ ინცინდენტს პოლიცია იძიებს


საარჩევნო ბლოკი "ქართული ოცნება" გარდაბანში მომხდარ ინციდენტს "ნაციონალურ მოძრაობის" მიერ მოწყობილ პროვოკაციად აფასებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება "ქართული ოცნება" წარმომადგენელმა გიორგი გეგეჭკორმა განაცხადა. წუხელ, გარდაბანში რამდენიმე ათეული ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წევრებსა და აქტივისტებს შორის მოხდა. ვითარების განმუხტვას თავდაპირველად პოლიცია ცდილობდა, მოგვიანებით კი სპეცდანიშნულების რაზმი ჩაერია. ამასთან, გარდაბანში გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს , გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
XS
SM
MD
LG