Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა გამოაცხადა უკრაინა-რუსეთის შეხვედრის ახალი თარიღი


ევროკავშირი აცხადებს, რომ რუსეთისა უკრაინის წარმომადგენლები 30 მაისს ბერლინში შეხვდებიან ერთმანეთს, რათა მოსკოვსა და რუსეთს შორის ბუნებრივი აირის ფასის თაობაზე არსებულ უთანხმოებაზე იმსჯელონ. ევროკავშირს ბლოკის ენერგეტიკის საკითხების უმაღლესი კომისარი გიუნტერ უიტიგენი წარმოადგენს. 29 მაისს, შუაღამისას იწურება ვადა, როცა უკრაინამ რუსეთს უნდა გადაუხადოს 2 მილიარდი დოლარი ბუნებრივ აირზე დავალიანების გამო. ამგვარი შეთანხმება ევროკავშირის შუამავლობით იყო მიღწეული. თუკი უკრაინა დადგენილ ვადაში ვერ გადაუხდის „გაზპრომს“ შეთანხმებულ თანხას, მომავალ კვირაში მას შეუწყდება ბუნებრივი აირის მიწოდება და ეს გავლენას მოახდენს ევროპის ნაწილზეც. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 28 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინისთვის უფასოდ მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა აღემატება პოლონეთისთვის წლიურად მიწოდებული გაზის მოცულობას. „ასე უსასრულოდ ვეღარ გაგრძელდება“, - განაცხადა პუტინმა.
XS
SM
MD
LG