Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეზო თაბუკაშვილს ზურაბ ჭიაბერაშვილის ცემისთვის გირაო შეეფარდა


ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ რეზო თაბუკაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა. აღმკვეთი ღონისძიების აღნიშნული ფორმა ბრალდების მხარემ მოითხოვა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა. როგორც ცნობილია, რევაზ თაბუკაშვილთან ერთად შემთხვევის ადგილზე რეჟისორი გიო მგელაძეც იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მგელაძეს ბრალი არ წარდგენია და იგი გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაიკითხა. ჭიაბერაშვილზე თავდასხმა 27 ივნისს თბილისში ერთ-ერთ კაფეში მოხდა. ჭიაბერაშვილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
XS
SM
MD
LG