Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმართვა ქართველ ქალებს


ავტორი: თამილა გიორგაძე

მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ.
ერთ ჩვეულებრივ ქართულ ოჯახში ვცხოვრობ.
არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს.
და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საქართველოში დავიბადე, დავიბადე ქართველად, ქართველებს შორის.
იმ ქართველებს შორის, რომლებისთვისაც საკმარისია ოდნავ განსხვავებული პოზიცია გქონდეს, რომ ამრეზით შემოგხედონ(ყველაზე კარგ შემთხვევაში) ან სასიკვდილოდ გაგიმეტონ ( რაც არც ისე იშვიათად ხდება).
იმ ქართველებისა, რომლებიც ქალის სადღეგრძელოს განსხვავებულებით და ფეხზე წამოდგომით, რომ სვამენ და იქვე ცემით კლავენ ქალებს. აგერ უკვე რამოდენიმე კვირაა, კვირა არ გადის ისე ქალის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდეს.
ქალებს კლავენ ქმრები, ან ყოფილი ქმრები, მამები, ძმები...
ქალებს ხოცავენ ისე, თითქოს ჩვეულებრივი მოვლნა იყოს, თითქოს მათი საკუთრება იყოს მათი სიცოცხლე, თითოს როგორც უნდა ისე მოექცევიან და რას აკეთებს ამ დროს საზოგადოება? რას აკეთებს ქართველი ხალხი? რატომ არ იცავს საზოგადოება ქალების უფლებებს? რატომ არ ტეხს განგაშს და რატომ არ ითხოვს ქალების უფლებების დაცვას?
იმიტომ რომ საზოგადოებას უფრო დიდი საზრუნავი აქვს, გასანადგურებელი ყავს უმცირესობები, ებრძვის ანტიდისკრიმინაციულ კანონს, ეჭვით უყურებს ევროპას, გმობს ყველას ვინც ეკლესიაზე და სამღვდელოებაზე აუგს იტყვის და საერთოდ ყველაფერს მიედ-მოედება გარდა იმისა, რაც მართლა მისი საქმეა.
არადა, ქალები იღუპებიან, ზოგჯერ ფეხმძიმე ქალებიც. ხშირ შემთხვევაში მიზეზი უცნობია, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. კაცმა ასე გადაწყვიტა და მორჩა. საზოგადოების უმრავლესობის დამოკიდებულება კი „ალბათ არ იყო საცოცხლებელი“, „დააშავა ალბათ რამე“ ...
სიძულვილისგან და აგრესიისგან დაბრმავებულები ვართ მგონი და ამ დროს 17 მაისი ოჯახის სიწმინდის და ოჯახის წევრების სიყვარულის დღედ გამოვაცხადეთ. რა არის სიყვარული და სიწმინდე, მაშინ თუ ქალებს ხოცავენ, სცემენ, სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებენ, აგინებენ, ამცირებენ, არ ამუშავებენ. ქალებიც ეგუებიან, გავთხოვდი და ასეა საჭირო, ქმარი როგორც იტყვის, თუ გამომიშვებს წამოვალ, ჩემმა ინტერესებმა უკან დაიწია, ჯერ ოჯახია და ა.შ.
ეს არ არის ჩემთვის ოჯახის სიწმინდე, არ მინდა ასეთი ოჯახები უფრო ბევრი იყოს ვიდრე ისეთი, სადაც მართლა პატივს სცემენ ერთნამეთს, სადაც უყვართ, სადაც განიცდიან ერთმანეთის მარცხს, და ერთად აღნიშნავენ წარმეტებას. სადაც მთავარი ადამიანია და არა სხვა ფაქტორები.
მინდა ქართველ ქალებს მივმართო: ნუ შეეგუებით თქვენს ჩაგვრას, ნუ დააყენებთ თქვენი ინტერესების წინ სხვის ინტერესებს, ნუ დაანებებთ თავს სამსახურს, დაიცავით თქვენი უფლებები პირველებმა, დაანახეთ საზოგადოებას რომ ძლიერები ხართ, რომ ყველაფერს გააკეთებთ თქვენი ინტერესების დასაცავად და საზოგადოებაც დაგიცავთ თქვენ.
ხმა ამოიღე ქართველო ქალო, დაიცავი შენი უფლებები: სიცოცხლის, სიყვარულის, არჩევანის, პატივისცემის, აზრის გამოთქმის... ნუ დაგაკმაყოფილებს მხოლოდ ნასვამი კაცების აღიარება სუფრასთან, რომ კარგი დიასახლისი ხარ და გემრიელი საჭმელები გაგიკეთებია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG