Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტი გადადგომისაკენ მოუწოდებს პრეზიდენტ ანქვაბს


ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტი გადადგომისაკენ მოუწოდებს პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს. დე ფაქტო პარლამენტის 29 მაისის სხდომას 35 დეპუტატიდან სულ 21 ესწრებოდა, როცა ჩატარდა კენჭისყრა ანქვაბის ვადაზე ადრე გადადგომის საკითხზე. დამსწრე დეპუტატებიდან 20 მიემხრო ამ ნაბიჯს. დარჩენილმა ერთმა პარლამენტარმა თავი შეიკავა. დეპუტატ სერგეი შამბას თქმით, თუ ანქვაბი ნებაყოფლობით გადადგება, მისი ოპონენტები მზად არიან განიხილონ მისი უსაფრთხოებისა და სამომავლო გარანტიების საკითხი. საქართველოს სეპარატისტული რეგიონის პარლამენტში 27 მაისს შეიჭრნენ დემონსტრანტები და შენობა ისევ დატოვეს მას შემდეგ, რაც ანქვაბმა პირობა დადო, რომ მთავრობას გადააყენებდა.
XS
SM
MD
LG