Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში გაიმართება მოლაპარაკება კიევსა და მოსკოვს შორის არსებულ გაზის საკითხზე


ევროკავშირის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები 30 მაისს ბერლინში შეიკრიბებიან და მოსკოვსა და კიევს შორის ბუნებრივი აირის საკითხზე არსებული უთანხმოების მოგვარებას შეეცდებიან. მოლაპარაკებებზე ევროკავშირს წარმოადგენს ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ აცხადებს, რომ 7 ივნისისთვის უკრაინის დავალიანება რუსეთის მიმართ 5 მილიარდ 200 მილიონი დოლარი იქნება. „გაზპორმი“ მოითხოვს, რომ კიევმა დავალიანება 2 ივნისისთვის გადაიხადოს. 28 მაისს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა მოითხოვა, რომ უკრაინას 30 მაისამდე გადაეხადა სულ ცოტა - 2 მილიარდი დოლარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნოვაკის თანახმად, 3 ივნისიდან უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. ევროკავშირი ღელავს იმის გამო, რომ უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა ნიშნავს ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნისთვის მიწოდების შემცირებას, ან ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენას.
XS
SM
MD
LG