Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე ანქვაბი არ აპირებს პრემიერ-მინისტრის გათავისუფლებას


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი არ ეთანხმება პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებას. 29 მაისს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა, პრეზიდენტს კი გადადგომისკენ მოუწოდა. ალექსანდრე ანქვაბმა სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა: „რაც შეეხება პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებას, კანონმდებლობის მიხედვით, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის. მე არ გავათავისუფლებ პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან. რაც შეეხება ჩემს ნებაყოფლობით გადადგომას, ამაზე პასუხს მანამდე არ გავცემ, ვიდრე არ გავივლი კონსულტაციებს დეპუტატების კორპუსის იმ მნიშვნელოვან ნაწილთან, რომელსაც პარლამენტის სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია, აგრეთვე ამომრჩეველთან, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, რომლებიც ამ დღეებში მხარს უჭერენ კანონიერ ხელისუფლებას და ოპოზიციას კონსტიტუციურ ველში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ“, - განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის 29 მაისის გადაწყვეტილების კომენტირებისას.
XS
SM
MD
LG