Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში შეიქმნა სახალხო ნდობის დროებითი საბჭო


სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება, რომ აფხაზეთში ოპოზიციამ შექმნა სახალხო ნდობის დროებითი საბჭო, რომელშიც 21 პირია გაერთიანებული. მათ შორის: რაულ ხაჯიმბა, ბესლან ბუთბა და სერგეი შამბა. სახალხო ნდობის დროებითი საბჭოს შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ მას მიენიჭოს „აფხაზეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებები და შეუდგეს აფხაზეთის რესპუბლიკის უმაღლესი მმართველი სახელმწიფო ორგანოს ფუნქციების შესრულებას. აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო ნდობის დროებით საბჭოს დაევალა თავისი საქმიანობის კოორდინაცია სახალხო კრებასთან - აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან“, იუწყება „აფსნიპრესი“. ამავე წყაროს თანახმად, მიტინგის მონაწილეებმა ჯერ კენჭი უყარეს საბჭოს შექმნის საკითხს, შემდეგ კი მისი წევრობის ცალკეულ კანდიდატს. მომიტინგეებს მიმართა რაულ ხაჯიმბამ და შეკრებილებს მოუწოდა „არ იმოქმედონ ოპოზიციის ხელმძღვანელობის მითითებების გარეშე“.
XS
SM
MD
LG