Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერიმ ილაპარაკა რუსეთიდან უკრაინაში "გაწვრთნილი პირების" შეგზავნაზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი რუსეთის ჯარები უკან, მოსკოვის მიმართულებით ბრუნდებიან, თუმცა ჯერაც არსებობს „საფრთხის ნიშნები“, რასაც ადასტურებს უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის გაწვრთნილი მოქალაქეების შესვლის ფაქტები. 29 მაისს ჯონ კერიმ ტელეკომპანია „პი-ბი-ეს“-ს განუცხადა, რომ მტკიცებულებები ადასტურებს „რუსეთში გაწვრთნილი ჩეჩნური წარმოშობის პირების“ შეღწევას უკრაინის ტერიტორიაზე, იქ „ვითარების არევისა და ბრძოლაში ჩართვის მიზნით“. თეთრმა სახლმა გამოხატა შეშფოთება უკრაინაში სეპარატისტების მიერ „გარედან“ მიწოდებული თანამედროვე იარაღის გამოყენების გამო. ეს შეფასება მოჰყვა უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებას, რომ 29 მაისს უკრაინის ვერტმფრენი „რუსეთის ანტისაჰაერო გადასატანი რაკეტით“ იყო ჩამოგდებული. შედეგად უკრაინის 14 სამხედრო, მათ შორის - არმიის გენერალი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG