Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილნიუსში იხსნება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია


ნატოს წევრი ქვეყნების კანონმდებლები იკრიბებიან ვილნიუსში, სადაც 30 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იწყება. მთავარი საკითხი იქნება უკრაინის კრიზისი. ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ძლიერ აშფოთებთ რუსეთის როლი უკრაინის კრიზისში. ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაგეგმილია უკრაინის კრიზისის შესახებ რეზოლუციიის მიღება. ასამბლეას დაესწრებიან ნატოს პარტნიორი ქვეყნების, ევროპარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პერსპექტივის კუთხით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სხდომაზე აპირებენ ახალი დოკუმენტის შექმნას, რომელიც ალიანსის შემდგომი გაფართოების საჭიროებას შეეხება. ასამბლეის 30 მაისის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. წინასწარი ინფორმაციით, ამავე სხდომას დაესწრება უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ანდრეი პარუბი.
XS
SM
MD
LG