Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ყირგიზეთს 1.2 მილიარდ დოლარს აძლევს


ყირგიზეთს ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებისათვის რუსეთი 1.2 მილიარდ დოლარს აძლევს. როგორც ყირგიზეთის ეკონომიკის მინისტრმა თემირ სარიევმა უთხრა რადიო თავისუფლებას, 1 მილიარდი დოლარი გრძელვადიან სესხს წარმოადგენს, 200 მილიონი დოლარი კი გრანტია და ის ყირგიზეთის ევრაზიულ ეკონომიკურ გაერთიანებაში გაწევრიანების „საგზაო რუკას“ მოხმარდება. ამ „საგზაო რუკას“ 29 მაისს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მოაწერეს ხელი ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა და საბაჟო კავშირში შემავალი სახელმწიფოებისს ლიდერებმა - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა და ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მოაწერეს ხელი.
XS
SM
MD
LG