Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აგრძელებს ტერორისტებისაგან სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების გაწმენდას


უკრაინის მოქმედი თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა სეპარატისტების სამხედრო ძალებისაგან სრულიად გაწმინდეს უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთის დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონები და აგრძელებენ წინსვლას მანამ, სანამ მშვიდობა და წესრიგი ბოლომდე არ აღდგება ამ მღელვარე ოლქებში. ამის თაობაზე გენერალმა მიხაილო კოვალმა 30 მაისს უთხრა ჟურნალისტებს, ერთი დღის შემდეგ, რაც პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ქალაქ სლავიანსკთან ახლოს ჩამოაგდო უკრაინის არმიის შვეულმფრენი, რომლის ყველა მგზავრი - 14 უკრაინელი სამხედრო, მათ შორის უკრაინელი გენერალი კულჩიკი დაიღუპნენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო კოვალმა დააზუსტა, რომ რაიონები, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა შეასრულეს დაკისრებული ამოცანა, დონეცკის დასავლეთ და ლუგანსკის ჩრდილოეთ ნაწილებს მოიცავს. ბოლო ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება სალავიანსკში, სადაც უკრაინის არმიას დაახლოებით 1000-მდე შეიარაღებული სეპარატისტი უწევს გააფთრებულ წინააღმდეგობას.
XS
SM
MD
LG