Accessibility links

logo-print

რუსეთის უშიშროებამ უკრაინის „მემარჯვენე სექტორის“ წევრები ტერორიზმის ბრალდებით დააკავა


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა ყირიმში დააპატიმრეს უკრაინის რადიკალური „მემარჯვენე სექტორის“ წევრები, რომლებიც სიმფეროპოლში, იალტასა და სევასტოპოლში ტერორისტული აქტებს გეგმავენ. რუსეთის ფედერალური სამსახურის მიერ 30 მაისს გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში მითითებულია დაკავებულთა ვინაობაც. სხვა დეტალები უცნობია. ყველა დაკავებულს ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს. თუმცა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად რუსეთის ხელისუფლებამ ყირიმში რეჟისორი ოლეგ სენსტოვი და ორი ანონიმი ნაციონალისტი დააკავა. სამინისტროს ცნობით, სენსტოვი მოსკოვის ერთ-ერთ საპატიმროში გადაიყვანეს.
XS
SM
MD
LG