Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილმა პოლიციის თანამშრომლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში პოლიციელების მიმართ გამოთქმული კრიტიკა არაობიექტური და უსამართლოა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მაგრამ ამავე დროს, მინდა ყველამ იცოდეს, - ვინც კანონს დაარღვევს და დანაშაულს ჩაიდენს, - ყველა დაისჯება უმკაცრესად! აი, სწორედ აქ უნდა ჩანდეს პოლიციელების პროფესიონალიზმი - ისე უნდა აღკვეთო დანაშული და ებრძოლო დამნაშავეობას, რომ არ დათრგუნო ხალხი, არ შეულახო ღირსება შენს მოქალაქეებს. ჩვენი მიზანია მხოლოდ კანონიერი გზით ვებრძოლოთ დანაშაულს, როგორც ცივილიზებულ ქვეყანას ეკადრება, და ასე დავამყაროთ წესრიგი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
XS
SM
MD
LG