Accessibility links

დსთ-ის პრემიერ-მინისტრები მინსკში შეხვედრას მართავენ


30 მაისს მინსკში იმართება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პრემიერ-მინისტრთა საბჭოს სხდომა. იგეგმება, რომ მასზე გაფორმდება კულტურის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და ტექნიკურ ინოვაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები. შეხედრაში აზერბაიჯანის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდავეთის, რუსეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა, სომხეთისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრები ან მათი მოადგილეები ღებულობენ მონაწილეობას. უკრაინას მინსკის შეხვედრაზე ბელორუსიაში ქვეყნის ელჩი მიხაილო ვეზელი წარმოადგენს. 14 მარტს, დეპუტატთა ინიციატივით უკრაინის პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ყირიმის ანექსიის გამო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან უკრაინის გასვლას.
XS
SM
MD
LG