Accessibility links

logo-print

ვოიცეხ იარუზელსკი ვარშავაში სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალეს


პოლონეთის ყოფილი კომუნისტი ლიდერის, გენერალ ვოიცეხ იარუზელსკის ნეშტი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, „პოზავსკის“ სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც არაერთი ცნობილი პოლონელი სამხედრო პირი განისვენებს. იარუზელსკი 25 მაისს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. 30 მაისს სამხედრო კათედრალში გამართულ გამოსამშვიდობებელ წირვას პოსტკომუნისტური პოლონეთის სამივე პრეზიდენტი-ბრონისლავ კომაროვსკი, ალექსანდრ კვასნიევსკი და იარუზელსკის იდეოლოგიური მტერი, ლეხ ვალენსა ესწრებოდნენ. სამხედრო სასაფლაოსთან პროტესტის ნიშნად შეიკრიბა ასობით ადამიანი, რომლებსაც ხელთ ეპყრათ ტრანსპარანტი წარწერით „სირცხვილი.“ დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე ჟურნალმა „პოლსკა ნიუზვიკმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ ვოიცეხ იარუზელსკისთან, რომელიც მან გაზეთს იმ პირობით მისცა, რომ ინტერვიუს ტექსტი მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდებოდა. საუბარში იარუზელსკი ამბობდა, რომ „პოლონეთი არასოდეს ყოფილი კომუნისტური სახელმწიფო“, თავად იგი კი „არასოდეს ყოფილა კომუნისტი, იმისდა მიუხედავად, თუ რას ლაპარაკობენ მასზე.“
XS
SM
MD
LG