Accessibility links

logo-print

რასმუსენი: რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან ჯარის ორი მესამედი გაიყვანა


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 30 მაისს განაცხადა, რომ რუსეთმა იმ სამხედრო ძალების ორი მესამედი გაიყვანა, რომლებიც უკრაინის საზღვართან ჰყავდა განლაგებული. რასმუსენმა, რომელიც ალიანსისას საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვილნიუსში ესაუბრა როიტერსს, აღნიშნა, რომ არსებობს ნიშანი „სულ მცირე ნაწილობრივი გაყვანისა“. ეს შეფასება ბევრად აჭარბებს ნატოს მიერ მანამდე გამოთქმულ ვარაუდებს რუსეთის ჯარის გაყვანის მასშტაბის თაობაზე. ამასთან, რასმუსენის თანახმად, ნატოსა და რუსეთის წარმომადგენლები 2 ივნისს შეხვდებიან ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში, თუმცა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. დღეს უფრო ადრე უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აგრძელებს შეტევას სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ აღმოსავლეთზე. პარალელურად, პრო-რუსულად განწყობილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ამ რეგიონში ეუთოს დამკვირვებელთა მეორე ჯგუფი დააკავეს.
XS
SM
MD
LG