Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ ნაწილობრივ გადაიხადა გაზის დავალიანება


ევროკავშირის კომისარი ენერგეტიკის საკითხებში, გიუნტერ ოტინგერი აცხადებს, რომ უკრაინამ გადაიხადა რუსეთთან გაზის დავალიანების ნაწილი და 2 ივნისს გაიმართება მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ევროკავშირის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის. ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, იური პროდანმა განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო კომპანიამ, ნაფტოგაზმა 786 მილიონი დოლარი გადარიცხა გაზპრომის ანგარიშზე. პროდანის თქმით, ეს თანხა ფარავს უკრაინის თებერვლისა და მარტის დავალიანებას. რუსეთი უკრაინისგან მოითხოვდა 30 მაისამდე შარშანდლიდან დაგროვილი დავალიანების გადახდას, 2 მილიარდ დოლარს. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, მაცნობეს, რომ უკრაინამ თებერვლის და მარტის დავალიანება დაფარა, მაგრამ იმის გამო, რომ დღეს პარასკევია, რუსეთის მხარეს 2 ივნისამდე არ შეუძლია დაადასტუროს თანხის გაზპრომის ანგარიშზე ჩარიცხვაო.
XS
SM
MD
LG