Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის ლიდერი უარყოფს უკრაინაში მებრძოლების გაგზავნას


რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა უარყო, რომ უკრაინაში პრორუსული სეპარატისტების დასახმარებლად ჩეჩენი მებრძოლები გააგზავნა და თქვა, რომ ისინი იქ „მოხალისეებად“, მათი ნებით წავიდნენ. რუსეთის ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუში, 31 მაისს კადიროვმა თქვა, რომ მან ზოგიერთი მებრძოლი უკრაინაში გადაღებული სურათებზე ამოიცნო. კადიროვის თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში ჩეჩენთა რიცხვი 14-ს უდრის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ შეშფოთება გამოხატა რუსეთიდან უკრაინაში უცხოელი მებრძოლების, მათ შორის ჩეჩნეთის შეგზავნის გამო. ჩეჩნეთის პრორუსული ლიდერი ჩეჩენი მებრძოლების გაგზავნას არ გამორიცხავს, თუ რუსულენოვანი უმცირესობის დასაცავად უკრაინაში ამის ბრძანებას პრეზიდენტი პუტინი გასცემს.
XS
SM
MD
LG