Accessibility links

logo-print

სირიაში მეამბოხეებმა გვირაბი ააფეთქეს და 20 ჯარისკაცი დახოცეს


სირიელ აქტივისტები იტყობინებიან, რომ ჩრდილოეთის ქალაქ ალეპოში მეამბოხეებმა ააფეთქეს დანაღმული გვირაბი და სულ მცირე, 20 ჯარისკაცი დახოცეს. ცნობით, აფეთქება 30 მაისს მოხდა ალეპოს, ზაჰრავის სახელით ცნობილ ბაზართან. ამავე ინფორმაციით, სულ მციერ ერთი მეამბოხე მოკლეს აფეთქების შემდგომი სროლის დროს. აფეთქებაზე პასუხიმგებლობა იკისრა ისლამურმა ფრონტმა, სირიის მეამბოხეთა უდიდესმა გაერთიანებამ. ბოლო კვირებში ფრონტი გვირაბებში აწყობს აფეთქებებს არმიის წინააღმდეგ. .
XS
SM
MD
LG