Accessibility links

ტაქსიმის მოედანზე გამოსვლების წლისთავის გამო სტამბოლში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა


თურქეთის მთავრობამ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე, ანტისამთავრობო მასობრივი გამოსვლების წლისთავის გამო. სტამბოლის ცენტრში რამდენიმე ათასი პოლიციელი იმყოფება. ადგილობრივი მედიის თანახმად, ქალაქში 25 ათასი პოლიციელია. პრემიერმა ერდოანმა მოუწოდა ახალგაზრდობას, ყური არ დაუგდონ მოწოდებებს შარშანდელი ამბების წლისთავის აღნიშვნის შესახებ. დემონსტრაციები იმართება სხვა ქალაქებშიც.
XS
SM
MD
LG