Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში ამბოხებულმა პარლამენტარებმა ვადამდელი არჩევნების თარიღი დადგინეს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ოპოზიციურმა კანონმდებლებმა, მას მერე, რაც რეგიონის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ანქვაბმა თავი შეაფარა რუსეთის სამხედრო ბაზას გუდაუთაში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აირჩიეს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაადგინეს. ვადამდელი არჩევნები სეპარატისტულ რესპუბლიკაში დაინიშნა 24 აგვისტოსათვის. პარლამენტმა 31 მაისს, თავმჯდომარე, ვალერი ბგანბა დაასახელა გარდამავალი პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად. ბგანბამ განაცხადა, რომ ის ალექსანდრ ანქვაბს პირველ ივნისს შეხვდება. პრეზიდენტმა ანქვაბმა გააკრიტიკა პარლამენტის გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების და დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელისთვის გადადგომის შეთავაზების გამო. ანქვაბის აზრით, ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა იქნეს მიღებული ზეწოლის და ულტიმატუმების ვითარებაში.
XS
SM
MD
LG