Accessibility links

თურქეთის პოლიციამ ცრემლმდენი გზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ


პოლიციამ ანკარასა და სტამბოლში ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა საპროტესტო გამოსვლის მონაწილეთა წინააღმდეგ, რომლებიც შარშანდელი, ბოლო ათწლეულების თურქეთში უდიდესი ანტი-სამთავრობო გამოსვლის წლისთავს აღნიშნავდნენ. რამდენიმე ასეული ადამიანი გაემართა ტაქსიმის მოედნისკენ, მიუხედავად მთავრობის გაფრთხილების და ათასობით პოლიციელის ქუჩაში გამოყვანისა. ტაქსიმის მოედანზე შეკრებილები გაიძახოდნენ ლოზუნგებს მთავრობის გადაგომის მოთხოვნით. პოლიციამ ასევე განდევნა ათასამდე დემონსტრანტი ანკარაში. დემონსტრაციები დაგეგმილი იყო თურქეთის სხვა ქალაქებშიც.
XS
SM
MD
LG