Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ცნობით, ერაყში მაისში 800 ადამიანი მოკლეს


გაეროს ინფორმაციით, ერაყში მაისის თვის განმავლობაში 800 ადამიანი დაიხოცა ძალადობის შედეგად. ეს იყო ყველაზე სისხლიანი თვე წელს. დახოცილთაგან 200-მდე ერაყის უშიშროების ძალების წევრები იყვნენ, დანარჩენი სამოქალაქო პირები. ერაყში გაეროს მისიამ ეს რიცხვი პირველ ივნისს გამოაქვეყნა. ეს მოგნაცემი არ მოიცავს მსხვერპლს ანბარის პროვინციაში, სადაც მეამბოხეებმა დეკემბერში ბრძოლა გააჩაღეს ქალაქებში რამადიში და ფალუჯაში. ანბარის გარდა ყველაზე მეტი პირი დახოცეს ბაღდადში, სადაც 315 ადამიანი მოკლეს.
XS
SM
MD
LG