Accessibility links

logo-print

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი არ გადამდგარა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი უარყოფს ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებას, რომ ის გადადგა. ეს მან რუსეთის სააგენტო ინტერფაქსს უთხრა. ანქვაბის თანახმად, მას არ მოუწერია ხელი წერილზე, სადაც გადადგომას ითხოვს. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ოპოზიციურმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტს არ შესწევს უნარი შეასრულოს თავისი მოვალეობა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნეს. ვადამდელი არჩევნები სეპარატისტულ რესპუბლიკაში დაინიშნა 24 აგვისტოსათვის. პარლამენტმა 31 მაისს, თავმჯდომარე, ვალერი ბგანბა დაასახელა გარდამავალი პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად. ანქვაბმა მომხდარს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებები უწოდა. მან 27 მაისის არეულობის შემდეგ თავი შეაფარა რუსეთის სამხედრო ბაზას გუდაუთაში.
ბგანბამ განაცხადა, რომ ის ალექსანდრ ანქვაბს პირველ ივნისს შეხვდება. ანქვაბის მრჩეველმა ეს ცნობა უარყო.
XS
SM
MD
LG