Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში სიკვდილით დასაჯეს „მოჯაჰედინ ე-ხალქთან“ კავშირის მქონე მოქალაქე


ირანში დღეს ჩამოახრჩეს გოლამრეზა ხოსრავი სავაჯანი, უცხოეთში მოქმედ ოპოზიციურ დაჯგუფებასთან კავშირის ქონის გამო. ირანს საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებდა შეეჩერებინა განაჩენის სისრულეში მოყვანა. სავაჯანი დასაჯეს იმის გამო, რომ დაჯგუფებას ფული შეწირა. მემარცხენე-რადიკალური ორგანიზაცია ისლამურ რესპუბლიკას ებრძვის, ის ირანში, ასევე ერაყში, ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული. ევროკავშირმა და აშშ-მა ის ტერორისტული დაჯგუფებების სიიდან ამოიღეს. უფლებადამცავი ორგანიზაციები სავაჯანის სასამართლო პროცესს უსამართლოდ მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG