Accessibility links

ჩინეთმა გააკრიტიკა აშშ და იაპონია "პროვოკაციული" გამოსვლების გამო


ჩინეთმა გააკრიტიკა აშშ და იაპონია პროვოკაციული გამოსვლებისთვის აზიის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სინგაპურში. ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმიის გენერალ ლეიტენანტ, ვანგ გუანჟონის თქმით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ, „მიუღებელი“ განცხადებები გააკეთეს. ჩინელი გენერალი თვლის, რომ ჰეიგელმა და აბემ შეთანხმებულად იმოქმედებს და ერთმანეთს ხელი შეუწყვეს, რათა ჩინეთი ამოეღოთ სამიზნეში. ჰეიგელმა თავის გამოსვლაში ჩინეთი დაადანაშაულა რეგიონის დესტაბილიზაციაში და აბემ კი თქვა, რომ იაპონია ითამაშებს უფრო დიდ როლს რეგიონში სადავო ტერიტორიების საქმეშიო. დაძაბულობაა ტერიტორიების გამო ჩინეთს, ვიეტნამსა და ფილიპინებს შორის სამხრეთი ჩინეთის ზღვაში, ხოლო იაპონი და ჩინეთი ერთმანეთს ედავებიან კუნძულებს აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში.
XS
SM
MD
LG