Accessibility links

მარინ ლე პენი: პუტინისადმი ისეთივე პატივისცემა მაქვს, როგორც მერკელისადმი


ფრანგი ულტრამემარჯენე პოლიტიკოსი, მარინ ლე პენი აცხადებს, რომ მას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისადმი ისეთივე პატივისცემა აქვს, როგორც გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისადმი, რადგან პუტინი ამა თუ იმ სხვა ქვეყნებს არ აძლევს იმის ნებართვას, გადაწყვეტილების მიღება აიძულონ, ის პირველ რიგში რუსეთის ინტერესებზე ფიქრობს, ამბობს ლე პენი „შპიგელთან“ ინტერვიუში. მერკელის პოლიტიკა კარგია გერმანიისთვის, ლე პენის აზრით, მაგრამ ის ვნებს სხვებს. ფრანგი პოლიტიკოსი, რომელიც ემიგრაციის წინააღმდეგი და ევროსკეპტიკოსია, და რომელსაც ევროკავშირის განადგურება აქვს მიზნად, აფრთხილებს მერკელს, ნუ გააგრძელებს მომჭირნეობის პოლიტიკას, რადგან, თუ ის ვერ დაინახავს სხვა ევროპული ქვეყნების გასაჭირს, ამით, გერმანიას შეიძულებენ, ფიქრობს მარინ ლე პენი.
XS
SM
MD
LG