Accessibility links

logo-print

ვლადისლავ სურკოვი - "მიღწეულია მთავარი - კრიზისი მშვიდობიანად გადაწყდა"


სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის - ვლადისლავ სურკოვის განცხადებას ალექსანდრე ანქვაბის გადადგომასა და ახალი არჩევნების დანიშვნაზე. სურკოვმა განაცხადა: „აფხაზეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შედეგია პრეზიდენტის გადადგომა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრა. მიღწეულია მთავარი - კრიზისი მშვიდობიანად გადაწყდა. მოლაპარაკების პროცესის ყველა მონაწილის სიბრძნისა და პასუხისმგებლობის, აგრეთვე ალექსანდრე ანქვაბის დიდსულოვანი გადაწყვეტილების წყალობით, შენარჩუნებულია სტაბილურობა. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და საწარმო მუშაობს. ჩვენს ერთობლივ მუშაობას არ ექმნება წინააღმდეგობა. რუსეთი ყველა მიმართულებით აგრძელებს თანამშრომლობას მოძმე აფხაზეთთან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, პარლამენტთან და რესპუბლიკის განახლებულ მთავრობასთან. რუსეთი სრული მოცულობით უზრუნველყოფს აფხაზი ხალხისთვის ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას“.
XS
SM
MD
LG