Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში ახალი - 29-ე შტატი შეიქმნა


ინდოეთის შტატი ანდრა პრადეში ოფიციალურად ორად გაიყო და მისი ჩრდილოეთი ნაწილი იქცა ახალ შტატად, რომელსაც ეწოდება ტელანგანა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ტელანგანის მცხოვრებთა ათწლიანი პროტესტი, რომ რეგიონი დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფილი იყო. ტელანგანის არსებობის ისტორია 2 ივნისიდან იწყება და ის ინდოეთის 29-ე შტატი იქნება. ტელანგანა შედგება ანდრა პრადეშის 10 ყოფილი რაიონისგან. მისი მოსახლეობა 35 მილიონს შეადგენს. ახალი შტატის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ინდოეთის პარლამენტმა თებერვალში მიიღო. ანდრა პრადეშისა და ტელანგანის საერთო დედაქალაქი იქნება ჰაიდერბადი. ათი წლის შემდეგ კი ანდრა პრადეშის შტატს ახალი დედაქალაქი ექნება.
XS
SM
MD
LG