Accessibility links

ბარაკ ობამა იწყებს ევროპულ ტურნეს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 2 ივნისს იწყებს ოთხდღიან ევროპულ ტურნეს. ობამა ეწვევა პოლონეთს, ბელგიასა და საფრანგეთს. ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტი შეხვდება უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოსაც. ბელგიაში ობამა გამართავს მოლაპარაკებებს „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან. ჯგუფი იმსჯელებს რუსეთის ენერგორესურსებზე ევროპის დამოკიდებულების მოხსნის გზებზე და რუსეთის მიმართ ახალ შესაძლო სანქციებზე. ბელგიის შემდეგ ობამა საფრანგეთს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებული საფრანგეთის ნორმანდიის რეგიონში მოკავშირეთა ძალების გადასხმიდან 70-ე წლისთავის აღნიშვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ამ დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც ელოდებიან. თეთრი სახლის განცხადებით, ობამა არ გამართავს პუტინთან პირისპირ ოფიციალურ შეხვედრას, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ორი ქვეყნის ლიდერებს ცერემონიის ფარგლებში ექნებათ კონტაქტი.
XS
SM
MD
LG