Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სნოუდენი თავშესაფარს ბრაზილიაშიც ითხოვს


აშშ-ის უშიშროების ყოფილმა კონტრაქტორმა ედვარდ სნოუდენმა 1 ივნისს ბრაზილიის ტელევიზია „გლობო ტივის“ უთხრა, რომ თავშესფრის მისაღებად ბრაზილიას მიმართა. სნოუდენის დროებითი თავშესაფრის ვადა რუსეთში აგვისტოში იწურება. ვაშინგტონმა სნოუდენს პასპორტი გაუუქმა. სნოუდენმა თავშესაფრის თხოვნით მიმართა რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის - ბრაზილიასაც. ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თავშესაფრის მინიჭების შესახებ ოფიციალური თხოვნა სნოუდენისგან არ მიუღია. გასულ წელს, როცა სნოუდენის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ცხადი გახდა, რომ აშშ-ის უწყებები ბრაზილიაშიც ჯაშუშობდნენ, პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა ვაშინგტონში სახელმწიფო ვიზიტი გააუქმა.
XS
SM
MD
LG