Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მურმანსკის ოლქში ავიაკატასტროფის ადგილზე ნაპოვნია 12 გვამი


რუსეთში, მურმანსკის ოლქში, ვერტმფრენ „მი-8“-ს კატასტროფის ადგილზე 12 გვამი იპოვნეს. 9 მათგანი ამოცნობილია. დაღუპულთა შორის არის მურმანსკის ოლქის გუბერნატორის მოადგილე - სერგეი სკომოროხოვიც. სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ვერტმფრენში, რომელმაც 31 მაისს განიცადა კატასტროფა, სულ 18 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან გადარჩა ორი. მგზავრთა სიაში იყვნენ აგრეთვე კომპანია „აპატიტის“ გენერალური დირექტორი ალექსეი გრიგორიევი, მისი მოადგილე კონსტანტინ ნიკიტინი, მურმანსკის ოლქის ეკოლოგიის მინისტრი ალექსეი სმირნოვი, სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ოლეგ ვერენიკინი. ვერტმფრენის კატასტროფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ძირითად ვერსიებს შორის სახელდება ტექნიკის გაუმართაობა და რთული კლიმატური პირობები. 2 ივნისი მურმანსკის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG