Accessibility links

logo-print

საქართველო 32-ე ადგილზეა ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი ქვეყნების სიაში


ინვესტიციების განსახორციელებლად ხელსაყრელი ქვეყნების სიაში საქართველო 32-ე ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ფორინ პოლისი" (Foreign Policy) ავრცელებს. მას, ვინც მუშაობს იმ კომპანიაში, რომელსაც ბიზნესი საზღვარგარეთ აქვს, ან ინვესტორია და აინტერესებს მსოფლიოს რომელ კუთხეში იქნება წარმატებული მისი ბიზნესი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, "ფორინ პოლისი" სთავაზობს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც 2014 წელს ინვესტიციის განხორციელება მოგებიანი იქნება. როგორც უცხოური ჟურნალი იუწყება, მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა გლობალურ საინვესტიციო გარემოში. ძირითადი სარგებლის ინდექსის მიხედვით, "ფორინ პოლისის" მიერ შედგენილ სიაში შემდეგი ქვეყნები ლიდერობენ: ბოტსვანა, ჰონგ კონგი, ტაივანი, კატარი, სინგაპური, ინდოეთი, რუანდა, განა, კამბოჯა, მონღოლეთი. სია 112 ქვეყნისგან შედგება, სიის ბოლოში კი ვენესუელაა.
XS
SM
MD
LG